Thumbnail

ნინო ოძელაშვილის ცეკვა - ქართველი სამბისტი ყურადღების ცენტრში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მესამე დღე
  • ნინო ოძელაშვილი ყურადღების ცენტრში
  • ქართველმა სამბისტმა ტრიბუნაზე იცეკვა

ევროპული თამაშების მესამე დღე ტრიუმფალური გამოდგა ქართველი სამბისტებისთვის, რომლებმაც 5 მედალი მოიპოვეს: 2 ოქრო და 3 ბრინჯაო! გარდა ამისა, ყურადღების ცენტრში მოექცა ნინო ოძელაშვილი, რომელიც ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს ორთაბრძოლებს და შესვენებების დროს, ცეკვავდა. 

ნინომ მინსკის ევროპულ თამაშებში 22 ივნისს იასპარეზა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ოძელაშვილი ფინალში მასპინძელ სპორტსმენს შეხვდა და საეჭვო ვითარებაში დამარცხდა. ქართველი 2:0-ს იგებდა, შეხვედრის დასრულებამდე წუთით ადრე კი უხერხულად დაეცა და ხელი იტკინა, მსაჯმა კი  გამარჯვება ბელარუსს მიანიჭა. ტატამზე საქართველოს ნაკრების ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი შეიჭრა, მაგრამ მისმა პროტესტმა არ გაჭრა. სამწუხაროდ, ქართველ სამბისტს წაგება ჩაეთვალა. 

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები