Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მესამე დღე
  • ქართველმა სამბისტებმა დღეს 5 მედალი მოიპოვეს: 2 ოქრო და 3 ბრინჯაო
  • საქართველოს ოლიმპიური ნაკრების აქტივში 16 მედალია - 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო

ევროპული თამაშების მესამე დღე ტრიუმფალური გამოდგა ქართველი სამბისტებისთვის. მძიმე წონითი კატეგორიის ფინალში ბექა ბერძენიშვილი მასპინძელ იური რიბაკს დაუპირისპირდა. ტიტულოვანი სამბისტების ორთაბრძოლა ქართველის დიდი უპირატესობით წარიმართა და სწრაფი გამარჯვებით დასრულდა. ბერძენიშვილმა მეტოქეს 8:0 სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა!

📺 ვიდეო: ბექა ბერძენიშვილი V იური რიბაკი

ნახევარფინალში, ბერძენიშვილი სერბ ვლადიმირ გაიჩს დაუპირისპირდა და იქაც უშანსოდ, 8:0 დაამარცხა მეტოქე. ბექა მთელი ტურნირი ბრწყინვალე იყო და დამსახურებულად მოიპოვა ევროპული თამაშების ჩემპიონის ტიტული. შეგახსენებთ, რომ მანამდე, ოქროს მედალი კიდევ ერთმა ქართველმა ფალავანმა, ლევან ნახუცრიშვილმა (74 კგ.) მოიპივა.

სანამ ფინალური ბლოკი დაიწყებოდა, ქართულმა გუნდმა 3 ბრინჯაო მოიპოვა! პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ.), გენადი ჩირგაძემ (62 კგ.) და გივი ნადარეიშვილმა (52 კგ.) საპრიზო ადგილები დაიკავეს. 

შედეგად, საქართველოს ნაკრებს სამბისტებმა დღეს 5 მედალი შემატეს: 2 ოქრო და 3 ბრინჯაო. ჯამში, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების აქტივში 16 მედალია - 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო!

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები