Thumbnail

გოგიტა გოგუა და შოთა გრიგალაშვილი კარიერას ყაზახურ გუნდში ერთად გააგრძელებენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველმა ფეხბურთელებმა ყაზახეთის სუპერლიგაში აღზევებულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმეს.
  • ყიზილ-ჟარის პრეზიდენტი ქართული წარმომავლობის მქონე გრიგორი ლორიაა. 

გოგიტა გოგუა და შოთა გრიგალაშვილი კარიერას ერთად, ყაზახეთის სუპერლიგაში აღზევებულ ყიზილ-ჟარში გააგრძელებენ. ამის შესახებ პეტროპავლოვსკის კლუბის პრესსამსახური იუწყება.

გოგიტა გოგუას ყაზახეთში შიმკენტის ორდაბასიში, პავლოდარის ირტიშსა და კოკშეტაუს ოკჟეტპესში უთამაშია. 34 წლის ნახევარმცველს ამ ქვეყნის ჩემპიონატში ჯამში 50 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 6 გოლია.

თბილისის დინამოსა და გორის დილას ყოფილ ფეხბურთელს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 27 მატჩი (1 გოლი) აქვს ჩატარებული, საზღვარგარეთ ასევე ხიმკიში, სპარტაკში (ნალჩიკი), ტერეკში, ვოლგასა და სკან-ენერგიაში უთამაშია.

შოთა გრიგალაშვილმა წინა სეზონი უზბეკურ ალმალიკში გაატარა, სადაც ყაზახური ირტიშიდან გადავიდა. 31 წლის ნახევარმცველმა ბოლო სეზონის 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა. 

შოთა გრიგალაშვილი უზბეკეთიდან ყაზახეთში დაბრუნდა

თბილისის დინამოს, ზესტაფონისა და დილას ყოფილ ფეხბუთელს უცხოეთში ასევე ალანიაში, სკა-ენერგიაში, ანორთოსისში, ომონიაში (ნიქოზია), ნეა სალამინასა და ეთნიკოსში (ახნა) უთამაშია. ეროვნულ ნაკრებში მას 12 მატჩი აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება ქართველების ახალ გუნდს, ყიზილ-ჟარმა ყაზახეთის ჩემპიონატის 2017 წლის პირველი ლიგა მეორე ადგილზე დაასრულა და 8-წლიანი პაუზის შემდეგ, უძლიერესთა შორის დაბრუნდა.

ყიზილ-ჟარის პრეზიდენტი ყაზახეთის ნაკრების მეკარე დავიდ ლორიას მამა, ამ ქვეყანაში ცნობილი მენეჯერი გრიგორი ლორიაა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი  ბულგარელი სპეციალისტი ნიკოლა სპასოვია.

კომენტარები

ბოლო ამბები