Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მესამე დღე
  • ღვინიაშვილმა, ჩირგაძემ და  ნადარეიშვილმა საპრიზო ადგილები დაიკავეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარეობს ევროპული თამაშები. მესამე დღე წარმატებულად მიმდინარეობს ქართველი სამბისტებისთვის: პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ.), გენადი ჩირგაძემ (62 კგ.) და გივი ნადარეიშვილმა (52 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს!

პაატა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სომეხი მეტოქე, გრიგორ საჰაკიანი 4:3 დაამარცხა. გენადი ჩირგაძე გადამწყვეტ ორთაბრძოლაში აზერბაიჯანელ ჯავიდან გარაევს შეხვდა და დიდი უპირატესობით, 5:0 სძლია მეტოქეს. რაც შეეხება გივი ნადარეიშვილს, 52 კილოგრამში მოასპარეზე ქართველმა სამბისტმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მასპინძელი მაქსიმ კრასინსკი უშანსოდ, 10:1 დაამარცხა.   

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები