Thumbnail

მინსკი 2019 | ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მესამე დღე
  • მაისურაძემ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში იტალიელი მეტოქე დაამარცხა

მინსკში რიგით მეორე ევროპული თამაშები მიმდინარეობს. ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც დღეს მედალი მოიპოვა, ლუკა მაისურაძეა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იტალიელი ენტონი ესპოზიტო დაამარცხა. ლუკამ უპირატესობით წარმართა ორთაბრძოლა და უშანსოდ სძლია მეტოქეს!

📺 ვიდეო: მაისურაძე V ესპოზიტო

სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩა ლაშა შავდათუაშვილი, რომელსაც ასევე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა. ლაშა გადამწყვეტ ბრძოლაში აზერბაიჯანლ მეტოქესთან, ჰეიდაროვთან დამარცხდა.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები