Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მესამე დღე
  • ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

მინსკში მიმდინარეობს რიგით მეორე ევროპული თამაშები. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ძიუდოს ტურნირი. ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ.), თუმცა სამწუხაროდ, მარცხი განიცადა. 

შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ ჰეიდაროვთან დათმო. აქვე აღვნიშნოთ, რომ პირველი ბრძოლიდან მოყოლებული, ლაშა ტრავმირებული იყო და შესაძლებლობებს სრულად ვერ ავლენდა. მიუხედავად ამისა, ნახევარფინალამდე შესანიშნავად იარა, ქართული ძიუდოს მოყვარულებუსთვის კი განსაკუთრებით სასიამოვნო მის მიერ რუსი დენის იარცევის დამარცხება იყო.

შეგახსენებთ, რომ ევროპული თამაშების გამო წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, რის გამოც წლევანდელი ტურნირი ევროპის ჩემპიონატის რანგშია აყვანილი.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები