Thumbnail

მინსკი 2019 | შავდათუაშვილი და მაისურაძე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ძიუდოს ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ორივე ქართველი დამარცხდა
  • შავდათუაშვილი და მაისურაძე საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართული სპორტის მოყვარულების განსაკუთრებული ყურადღება ძიუდოსკენ არის მიპყრობილი. ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა: ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ.) და ლუკა მაისურაძემ (81 კგ.). სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ორივე მათგანი დამარცხა და შესაბამისად, ბრინჯაოს მედლებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.

ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ლაშა შავდათუაშვილმა შვედ მეტოქესთან, ტომ მაციასთან წააგო. აქვე აღვნიშნოთ, რომ პირველი ორთაბრძოლის შემდეგ, ლაშას ტრავმა აწუხებდა. სამწუხაროდ, შავდათუაშვილის ბედი გაიზიარა ლუკა მაისურაძემ, რომელიც ბელგიელ მეტოქესთან დამარცხდა.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები