Thumbnail
  • 10 მეტრ დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში პრიზიორები გამოვლინდნენ
  • სამწუხაროდ, ქართველმა ტყვიის მსროლელებმა წარუმატებლად იასპარეზეს

10 მეტრ დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში პრიზიორები გამოვლინდნენ. ჩემპიონი სერბი ზორინა არუნოვიჩი გახდა, მეორე ადგილზე ბერძენი სპორტსმენი, ანა კორაკაკი გავიდა, ხოლო ბრინჯაოს მედალი ბულგარელმა ანტონეტა ბონევამ მოიპოვა. 

ნინო ხუციბერიძე 557 ქულით 29-ე ადგილზე გავიდა

სამწუხაროდ, ქართველები მედლების გარეშე დარჩნენ. ნინო სალუქვაძემ 562 ქულა მოაგროვა და შეჯიბრი 26-ე ადგილზე დაასრულა, ხოლო ნინო ხუციბერიძე 557 ქულით 29-ე ადგილზე გავიდა. ქართველები ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩნენ, სულ კი ტურნირში 37 სპორტსმენი მონაწილეობდა.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები