Thumbnail

მინსკში მიმდინარე ევროპის ოლიმპიური თამაშების მესამე დღეს ქართველი სპორტსმენები კრივში, სამბოში, ძიუდოში, ტყვიის სროლასა და ველოსპორტში ასპარეზობენ.

ლაშა შავდათუაშვილის მსგავსად, ძიუდოს ტურნირში წარმატებით გამოდის ლუკა მაისურაძე. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

მერვედფინალში ლუკა მაისურაძემ პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიზე დაამარცხა და მეოთხედფინალში ბრიტანელ მეტოქეზე გავიდა. ქართველმა ძიუდოისტნა სტუარტ მაკვატი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ნახევარფინალში ორი ქართველი იჭიდავებს: ლუკა მაისურაძე ბელგიელ სპორტსმენს, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი შვედ ძიუდოისტს დაუპირისპირდება.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები