Thumbnail

მალუდა ლუქსემბურგში - ჩელსის ყოფილი ვარსკვლავი დიფერდანჟში გადავიდა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • საფრანგეთის ნაკრების და ჩელსის ყოფილი ვარსკვლავი კარიერას ლუქსემბურგში აგრძელებს.
  • 37 წლის ფლორან მალუდა დიფერდანჟის ფეხბურთელი გახდა.

დიფერდანჟი ლუქსემბურგში საშუალო დონის კლუბია, რომელმაც ძალიან სერიოზული ტრანსფერი განახორციელა. ლუქსემბურგის თასის 4-გზის მფლობელმა საფრანგეთის ნაკრების და ლონდონის ჩელსის ყოფილი ვარსკვლავი, ფლორან მალუდა გადაიბირა.

მალუდა, რომელიც უკვე 37 წლისაა, ჩელსიში 2007-დან 2013 წლამდე თამაშობდა. 2012 წელს მან ლონდონურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ბოლოს, 2017 წლის ზაფხულამდე მალუდა ინდურ კუბში, დელის დინამოში თამაშობდა.

“ფლორან მალუდა ახალ კლუბს ეძებდა და ბედნიერი ვარ, რომ მასთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ფლორანი სეზონის ბოლომდე დაგვეხმარება და იმედია, მასთან ერთად ევროტურნირების საგზურისთვის ვიბრძოლებთ,” - ეს დიფერდანჟის პრეზიდენტ ფაბრიციო ბეის სიტყვებია. მალუდას ახალი კლუბი ლუქსემბურგის 14-გუნდიან ჩემპიონატში, 12 ტურის შემდეგ, მე-7 ადგილზეა.

ფლორან მალუდა ჩელსიში 2007-დან 2013 წლამდე თამაშობდა

 

კომენტარები

ბოლო ამბები