Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მესამე დღე
  • ცოტნე მაჭავარიანმა საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა

მინსკში ევროპის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. მესამე დღეს, ქართველი სპორტსმენები კრივში, სამბოში, ძიუდოში, ტყვიის სროლასა და ველოსპორტში ასპარეზობენ.

პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, 10 მეტრ დისტანციაზე, ცოტნე მაჭავარიანმა იასპარეზა. მან საკვალიფიკაციო ეტაპზე 571 ქულა დააგროვა (96, 94, 94, 97, 95, 95) და 21-ე ადგილი დაიკავა. კვალიფიკაციაში სულ 36 სპორტსმენი მონაწილეობდა. 

ფინალში 8 საუკეთესო გავიდა: არტიომ ჩერნოუსოვი (რუსეთი, 585 ქულა), იურაი ტუზინსკი (სლოვაკეთი, 583), დამირ მიკეჩი (სერბეთი, 583), პაოლო მონა (იტალია, 582), ოლეგ ომელჩუკი (უკრაინა, 580), პაბლო კარერა (ესპანეთი, 579), ანტონ არისტარხოვი (რუსეთი, 579),  ლაურის სტრაუტმანისი (ლატვია, 579).

ამ დროისთვის, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს 10 მედალი აქვს (3 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) და რუსეთისა (18 მედალი) და ბელარუსის (14) შემდეგ, მესამე ადგილზეა.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები