Thumbnail
  • რა მოიფიქრა ინდიანას პრეზიდენტმა
  • 'მე ეს ბიჭი პეისერსელად მინდა. აქ უნდა გაიზარდოს'

ინდიანა პეისერსის ოფიციალურ საიტზე გოგა ბითაძისადმი მიძღვნილი სტატია გამოქვეყნდა სათაურით: "ტელეფონმა გოგა ბითაძის სასარგებლოდ დარეკა".

"გოგა ბითაძის არჩევას სოციალური თუ პროფესიული მედიის ნაწილი მწვავე კრიტიკით შეხვდა, ზოგი კი მსუბუქად პოზიტიური იყო. კლუბის პრეზიდენტ კევინ პრიჩარდისთვის კი მთავარი არგუმენტი ტელეფონების ზარები იყო...

ოთახში, სადაც ინდიანას სტაფი იყო დრაფტზე საომრად დაბანაკებული, როგორც კი გამოცხადდა, რომ მე-18 ნომრად გოგა აირჩიეს, ტელეფონი არ გაჩერებულა - ვინ რეკავდა? კლუბები, რომლებიც ბითაძით იყვნენ დაინტერესებულნი.

წაიკითხე | პეისერსის ოფიციალურმა საიტმა ქართველ ცენტრს სტატია მიუძღვნა...

"ყველამ იცის, რომ ეს კარგი არჩევანია - როცა წამების მერე გირეკავენ შემოთავაზებით, ესე იგი სწორი არჩევანი გააკეთე. ასეთი დაინტერესება არასდროს მინახავს", - თქვა პრიჩარდმა.

მისი თქმით დაურეკეს სან ანტონიოდან, რომელსაც არჩევის მე-19 ნომერი ჰქონდა და დიდი ალბათობით, გოგას ირჩევდა. მას დაურეკეს პორტლენდიდან, რომელსაც 25-ე ნომერი ჰქონდა. "იყო კიდევ ზარები სხვა კლუბებიდან", - ამბობს პრიჩარდი - "სამი ოთხი კლუბი სულაც აგრესიულად იქცეოდა".

პრიჩარდს გარიგებით სურდა ერთ-ერთი კალათბურთელის აყვანა, მაგრამ "როცა გოგა არ აიყვანა ბოსტონმა 14-ზე და არც დეტროიტმა 15-ზე, უკვე ვიცოდი, რომ ის უნდა აგვეყვანა მე-18 ნომრად".

პრიჩარდს არ აღელვებს უარყოფითი გამოხმაურებები: "იშვიათად ნახავთ, რომ სკაუტები, კონსულტანტები, ასევე ლარი ბერდი და დონი ველში ერთმანეთს ეთანხმებოდნენ. ეს იყო ჩემი ყველაზე იოლი გადაწყვეტილება დრაფტზე, კონსენსუსი ჩვეულებრივზე მეტი იყო. 

პრიჩარდი და გოგა პრესკონფერენციაზე

უარყოფითი გამოხმაურება იმდენად გოგას არ ეხებოდა, რამდენადაც სიტუაციას ცენტრის პოზიციაზე. გუნდს უკვე ჰყავს მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი. დომანტასი ისედაც მეტ სათამაშო წუთს ითხოვს. მაშ რა საჭიროა, მესამე ასეთივე სტილის ცენტრი გუნდში?

გოგა ბითაძე ინდიანაში

გოგა ბითაძე ინდიანაში

გოგა ბითაძე ინდიანაში

გოგა ბითაძე ინდიანაში

გოგა ბითაძე ინდიანაში

გოგა ბითაძე ინდიანაში

გოგა ბითაძე ინდიანაში

გოგა ბითაძე ინდიანაში

პრიჩარდმა გამოსავალი მალე იპოვა - ტერნერი და საბონისი ცენტრის გარდა თავს მძიმე ფორვარდის პოზიციაზეც კარგად გრძნობენ. მათ, როგორც ჩანს, მომავალ სეზონში უფრო ხშირად მოუწევთ ერთად თამაში. 96 წუთია სულ ამ ორივე პოზიციისთვის, ბითაძეს კი ორივე მათგანის შეცვლა შეუძლია და როცა ის მოედანზე გავა, მეორე (ტერნერი ან საბონისი) მძიმე ფორვარდად გადავა. 

როგორც ჩანს, გოგას პრიჩარდის ხელში როტაციაში ადგილი გარანტირებული აქვს, პრეზიდენტი კი ამ სამ ცენტრთან უახლოეს მომავალში განშორებას არ აპირებს.

"ეს სამი ერთად? ეჭვიც არ მეპარება. მე არ ვარ იმ ტიპის მენეჯერი, რომელიც მომგებიან ბიზნესს აკეთებს, გოგა პეისერსისთვის მჭირდება. მსურს ვნახო, როგორ განვითარდება ის ინდიანაში". 
"მიხარია, რომ დომასი და მაილსი ორივე ინდიანაში გახდა კარგი კალათბურთელი და ისინი მხოლოდ 23 წლის არიან. მე ეს ბიჭიც პეისერსელად მჭირდება". 

როგორც ხედავთ, გოგას ინდიანას პრეზიდენტის სახით დიდი ფანი ჰყავს...

კომენტარები

ბოლო ამბები