Thumbnail

'ცალი თვალითაც ვხედავთ' - აბჟანდაძისა და ლოკომოტივის ფეხბურთელების სოლიდარობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველი სპორტსმენების სოლიდარობა აქციის მონაწილეებს
  • ლოკომოტივის ფეხბურთელებისა და თედო აბჟანადაძის ჟესტები

ბოლო დღეებში თბილისში მიმდინარე აქციების დროს, რამდენიმე მონაწილემ აქციის დარბევისას თვალი დაკარგა, რასაც ქართველი სპორტსმენები გამოეხმაურნენ. თბილისის ლოკომოტივისა და რუსთავის მატჩში, ლოკომოტივის ფეხბურთელებმა, დავით ჯიქიამ და ოთო კობახიძემ  ცალ თვალზე ხელის აფარებით აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირეს და გაამხნევეს.

ოთო კობახიძე და დავით ჯიქია

სავარაუდოდ, თედო აბჟანდაძემ იტალიასთან მატჩის დროს ანალოგიური ჟესტით გამოხატა სოლიდარობა და გატანილი დარტყმის შემდეგ, ცალ თვალზე ხელი აიფარა.

საპროტესტო აქციების დროს მონაწილეებმა მხარდაჭერა სწორედ ამ ფორმით გამოხატეს - ცალ თვალზე ხელის აფარებით ან ნაჭრით ცალი თვალის დაფარვით. 

ლოკომოტივი რუსთავთან ასეთი მაისურებით გამოვიდა

📋 მეტი ამ თემაზე: 

კომენტარები

ბოლო ამბები