Thumbnail

ბრაზილიელთა შოუ კოპა ამერიკაზე - 5 გოლი პერუს ნაკრებთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პერუ 0:5 ბრაზილია
  • 0:1 კაზემირო (12), 0:2 ფირმინო (19), 0:3 ევერტონი (32), 0:4 ალვეში (53), 0:5 ვილიანი (91)

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა კოპა ამერიკის A ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში პერუს 5:0 მოუგო და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. ბრაზილიელებმა ის ფეხბურთი ითამაშეს, რომელსაც ტიტეს ნაკრებისგან გულშემატკივარი ჯერ კიდევ პირველ ორ ტურში ელოდა. 'სელესაომ' პერუს პირველ ტაიმში სამჯერ გაუტანა - გოლები კაზემიროს, ფირმინოსა და ევერტონის ანგარიშზეა.

მეორე ტაიმში ნაკრების კაპიტანმა დანი ალვეშმა გამოიჩინა თავი და ბოლო წუთზე ვილიანმა ულამაზესი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 0:5. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიას მე-6 გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ გაბრიელ ჟესუსს თერთმეტმეტრიანი პერუელთა მეკარემ აუღო.

პერუ 0:5 ბრაზილია - სელესაომ მეტოქე გაანადგურა

პერუ 0:5 ბრაზილია - სელესაომ მეტოქე გაანადგურა

Posted by Silk Sport on შაბათი, 22 ივნისი, 2019

ბრაზილიამ 7 ქულა დააგროვა და ჯგფუში პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილი ვენესუელამ 5 ქულით მოიპოვა - მათ ბოლო მატჩში ბოლივიას 3:1 მოუგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. ვენესუელამ ჯოზეფ მარტინესისა და დარვინ მაჩისის დუბლით მოიგო.

ხვალ კოპა ამერიკაზე კიდევ ორი მატჩი გაიმართება. არგენტინა ყატარს შეხვდება, ხოლო კოლუმბია პარაგვაის.

კომენტარები

ბოლო ამბები