Thumbnail
  • საქართველო 17:29 იტალია
  • 2020 წელს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიაში გაიმართება

არგენტინაში 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა და 17:29 დამარცხდა.

პირველი ტაიმი იტალიის ნაკრებმა 7:3 მოიგო. იტალიელებმა მე-12 იტალიელებმა ძალისმიერი ლელო დადეს და გარდასახეს კიდევაც. ტაიმის მიწურულს თედო აბჟანდაძემ საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა შეცვალა. 

მე-2 ტაიმი ქართული ლელოთი დაიწყო - 48-ე წუთზე აბჟანდაძის დაწყებული შეტევა ბოლოს დემე თაფლაძემ შესანიშნავი ლელოთი დაასრულა, მან მარცხენა ფლანგიდან შეირბინა და ლელო ძელებს შორის გაიტანა, აბჟანდაძეს გატანა არ გასჭირვებია - 10:7 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

52-ე წუთზე ლაშხმა მეტოქეს შეცდომა დააშვებინა და ახლა მარჯვენა ფლანგიდან გავიტანეთ ლელო - ეს მიხეილ ალანიამ გააკეთა, აბჟანდაძემ გარდასახა და "უმცროსი ბორჯღალოსნები" უკვე 10 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ 17:7

იტალიელებმა 59-ე წუთზე მორის ლელოთი და გარდასახვით უპასუხეს ქართველებს - 17:14.

65-ე წუთზე ლელო ტრულიამ გაიტანა და ახლა იტალია 4 ქულით გავიდა წინ, რასაც მათი საჯარიმო მოყვა - 17:24.

73-ე წუთზე იტალიელთა 10-მა ნომერმა ვერ გაიტანა საჯარიმო მარცხენა კუთხიდან და ამით საქართველოს ნაკრებს შანსი შეუნარჩუნდა. თუმცა 79-ე წუთზე იტალიის ნაკრებმა მაინც შეძლო მეოთხე ლელოს გატანა - 17:29.

საქართველო (1-15): ღვალაძე (62. ჭრელაძე), კარკაძე (60. ნიორაძე), ხარაიშვილი (57. თევდორაშვილი), გელაშვილი, გვიმრაძე (41. ჯინჭარაძე), ბურჭულაძე (49. კოლოტაური), გუშარაშვილი, იაშაღაშვილი, ალანია, აბჟანდაძე (კაპ), მარჯანიშვილი (39. ქავთარაძე), სიმსივე, თაფლაძე, ლაშხი, ჭიჭინაძე (67. ლომიძე)

კომენტარები

ბოლო ამბები