Thumbnail

'რუსეთი ოკუპანტია' - ტორპედო და ლოკომოტივი სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტორპედო 7:0 სიონი
  • ბუდუ ზივზივაძის ჰეთ თრიკი, ნოდარ ქავთარაძის დუბლი
ბუდუ ზივზივაძე 13 გოლით ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა

ეროვნული ლიგის მე-19 ტურში ქუთაისის ტორპედომ ბოლნისის სიონს უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა. ამ მოგების შემდეგ ქუთაისელებს 33 ქულა აქვთ და მე-3 ადგილზე არიან. სიონი 22 ქულით მე-7 ადგილზეა.

ბუდუ ზივზივაძემ სტუმართა კარში ჰეთ თრიკი შეასრულა, მან გოლები მე-11, მე-16 და 81-ე წუთებზე გაიტანა, დუბლი შეასრულა ნოდარ ქავთარაძემ (მე-18, 41-ე), თითო გოლი ლევან გეგეჭკორმა (61) და თენგიზ წიქარიძემ (68) გაიტანეს. 

ტორპედო თამაშზე სპეციალური მაისურებით გავიდა, რომელზეც საქართველოს დროშა იყო გამოსახული და ინგლისურად ეწერა:

We are from Georgia and our country is occupied by Russia!

"ჩვენ საქართველოდან ვართ და ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი რუსეთს აქვს ოკუპირებული"! 

ტოპრედოს მწვრთნელი კახა ჩხეტიანი

ტორპედო საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ ცნობილ პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში საფეხბურთო კლუბებმა ერთხელ უკვე გამოთქვეს თავიანთი პოზიცია სოციალური ქსელის მეშვეობით. 

საპროტესტო მაისურებით გამოვიდა თბილისის ლოკომოტივიც, მოგვიანებით რუსთავთან დაწყებული მატჩის წინ.

კომენტარები

ბოლო ამბები