Thumbnail
  • საქართველომ ევროპულ თამაშებზე მესამე მედალი მოიპოვა
  • ქართველმა ფინალში ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა

ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, ჯამში კი მესამე. ვინაიდან წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი ცალკე არ ტარდება, ამ ტურნირის მოგება კონტინენტის ჩემპიონობასაც ნიშნავს.

ლუხუმმა ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ესპანელ ძიუდოისტს, ფრანსისკო გარიგოსს დამატებით დროში ვაზარით სძლია. ლუხუმი ევროპულ თამაშებზე პირველ მედალს დაეუფლა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს სულ 2 მედალი აქვს. ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა მოიგო და ზედიზედ მეორე ბრინჯაოს დაეუფლა ევროპულ თამაშებზე.

ჩხვიმიანი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, რის შემდეგაც მან თურქი მიჰრაჩ აკკუსი 33 წამში იპონით დაამარცხა. ლუხუმმა მეოთხედფინალში ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუას შიდოების უპირატეობით სძლია და ნახევარფინალში ფრანგი ვალიდ ხიარს მოუგო.

ამ დროისთვის საქართველოს მონაგარი ევროპულ თამაშებში 3 მედალია  - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები