Thumbnail
  • საქართველომ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებში მეორე მედალი მოპოვა
  • ბრინჯაოს მედლის მფლობელი სამბისტი ბექა ბერულავა გახდა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებში საქართველოს მეორე ბრინჯაოს მედალი სამბისტმა ბექა ბერულავამ (18:30) მოუტანა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში მოლდოველ სერგიუ ოსლობანუს დამაჯერებლად სძლია - 5-0.

ბრინჯაოსთვის შეხვედრამდე ბექამ ჯერ აზერბაიჯანელი ჯეიჰუნ ჰუსეინოვს სძლია (5-0), მაგრამ შემდეგ სომეხ დავით გრიგორიანთან წააგო (0-1). 

სულ მალე მინსკში ოქროს მედლისთვის ერთბაშად ხუთი ქართველი სამბისტი იბრძოლებს: ვახტანგ ჩიდრაშვილი (-57 კგ), მინდია ლილუაშვილი (-68), დავით ლორიაშვილი (-100), ნინო ოძელაშვილი (-72) და ელენე ქებაძე (+80).

ამ დროისთვის საქართველოს მონაგარი მეორე ევროპულ თამაშებში ორი ბრინჯაოს მედალია. 

კომენტარები

ბოლო ამბები