Thumbnail
  • ამირან პაპინაშვილმა ევროპულ თამაშებზე ბრინჯაო მოიგო
  • ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელი მეტოქე დაამარცხა

ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ამირან პაპინაშვილმა ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.

ამირანმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გერმანელს ძიუდოისტს, მორიც პლაფკის ვაზარით სძლია. პაპინაშვილმა 2015 წელს ევროპულ თამაშებზე ნაჩვენები შედეგი გაიმეორა და ბრინჯაოს მედალს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

ამირანმა ფინალამდე ებრაელი ბენ დავიდს და ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუას სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები