Thumbnail
  • 'ფორბსის' სია NBA-ს დებიუტანტების ჰონორარები
  • რამდენს მიიღებს გოგა ბითაძე 4 წლიან კონტრაქტში

"ფორბსმა" NBA-ს 2019 წლის დრაფტის პირველ წრეში არჩეული კალათბურთელების სავარაუდო კონტრაქტები გამოაქვეყნა, მათ შორის ინდიანა პეისერსის მიერ მე-18 ნომრად არჩეული გოგა ბითაძისაც.

მოგეხსენებათ, დრაფტის პირველ წრეში არჩეულებს მინიმუმ 2-წლიანი კონტრაქტები გარანტირებულად ერგებათ. NBA-ს წესებით გაწერილია სავარაუდო ჰონორარებიც (რომლებიც ბოლო წლებში ყოველწლიურად იზრდება) და ლავირების საშუალებაც მცირეა.

მეტი ამ თემაზე:

როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ ნომრად ზაიონ უილიამსონი აირჩიეს, რომლის მიმართაც ინტერესმა დრაფტის მედია დღეზე გოგა ბითაძე დაჩრდილა, თუმცა შემდეგ ინტერნეტში პოპულარულობა მოუტანა. ზაიონ უილიამსონი ნიუ ორლეანსმა აირჩია. 

ზაიონი არჩეულთაგან ყველაზე მიმზიდველია დებიუტანტებს შორის მარკეტინგულადაც. მისთვის იბრძვიან ადიდასი და ნაიკი. ასეთი აჟიოტაჟი NBA-ს ახალბედაზე არ ყოფილა 2003 წლის მერე, როცა ლებრონ ჯეიმსი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აირჩიეს. 

ზაიონს 44.2 მილიონ დოლარიანი 4-წლიანი კონტრაქტი ეკუთვნის, რომლიდანაც მხოლოდ 2 წელია გარანტირებული ჯამში 20 მილიონი დოლარით. 

ადრე NBA-ში არჩეულებსა და კლუბებს შორის ხშირი იყო უთანხმოებები, კონტრაქტები ძნელად ფორმდებოდა. ახლა ყველაფერი გაწერილია. მაგალითად, 1994 წელს გლენ რობინსონმა 10-წლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 68 მილიონი დოლარი მიიღო. 

მე-2 ნომრად არჩეული ჯა მორანტი (მემფისი) - 4 წლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 39 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო მე-3 ნომრად არჩეული არ ჯეი ბარეტი (ნიკსი) 35 მილიონს. ასე აკლდება არჩევის ნომრის მიხედვით. მაგალითად, მე-10 ნომრად არჩეული კემ რედიში 4-წლიან კონტრაქტში 19 მილიონ დოლარს მიიღებს. 

რამდენს მიიღებს გოგა ბითაძე?

გოგა მე-18 ნომრად აირჩია ინდიანა პეისერსმა, როგორც ყველას პირველ წრეში არჩეულებს, მასაც 4-წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ (მეტი არ შეიძლება), რომლის პირველი 2 წელი გარანტირებულია, მე-3 და მე-4 წელზე კონტრაქტი გახანგრძლივდება მხოლოდ კლუბის ნებართვის შემდეგ. ბითაძის ჰონორარი 13.6 მილიონი დოლარი იქნება. გოგას გარანტირებული 2-წლიანი კონტრაქტი 5.8$ მილიონია. 

პირველი პრესკონფერენცია ინდიანაში

ზაზა ფაჩულიას 30 ივნისს ასოციაციის ვეტერანის მინიმუმის ტოლფასი კონტრაქტი უსრულდება დეტროიტ პისტონსთან. ზაზას შემთხვევაში (როგორც 10+ სეზონის გამოცდილების) ეს $2 393 887 მილიონია. დიდი ალბათობით, ზაზას ახალი კონტრაქტიც მომავალ გუნდთან ვეტერანის მინიმუმის ტოლფასი იქნება.

ასე რომ, როგორც გოგა ბითაძე ინდიანა პეისერსთან კონტრაქტს ხელს მოაწერს, ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი სპორტსმენი გახდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები