Thumbnail
  • ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დენის ვიერუს მოუგო
  • ბაგრატ ნინიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა პაველ პეტრიკოვს მოუგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ორი წევრი, ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) და ბაგრატ ნინიაშვილი (66კგ) ევროპის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გავიდნენ, მაგრამ იქ წარმატებას ვერ მიაღწიეს და ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელეს.

მარგველაშვილს ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირება მოლდოველ დენის ვიერუსთან მოუწია, რომელსაც ბაგრატ ნინიაშვილმა მეოთხედფინალში მოუგო. მარგველაშვილმა ბრინჯაოს ემდალი მოიგო. მან მეტოქეს 2 წუთსა და 43 წამში ვაზარით სძლია.

ნინიაშვილის მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩეხი პაველ პეტრიკოვი იყო. ბაგრატმა მეტოქეს სამი შიდო მიაღებინა და საქართველოს ევროპულ თამაშებზე მე-5 მედალი მოუტანა. მარგველაშვილმა კი რიგით მე-6 მედალი.

საქართველოს ნაკრებს ამჟამად ჯამში 7 მედალი აქვს - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები