Thumbnail

მინსკი 2019 | საქართველოს მეათე მედალი - ელენე ქებაძის ვერცხლი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის თამაშებზე დღე 10 მედლით დაასრულეს
  • მოპოვებული ათი მედლიდან ექვსი სამბისტების ანგარიშზეა
  • ელენე ქებაძემ მინსკში ფინალი უკრაინელ მეტოქესთან დათმო 

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებში ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე ჯამში 10 მედალია - 3-3 ოქრო და ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ამ დროისთვის საქართველო საერთო ჩათვლაში მესამეა და მხოლოდ რუსეთსა და მასპინძელ ბელარუსს ჩამორჩება.

დღის ბოლოს მედალი - ვერცხლი სამბისტმა ელენე ქებაძემ მოიპოვა. მძიმე წონაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელ ანასტასია საპსაისთან წააგო (0-4). ფინალამდე ელენემ რუს ანა ბალაშოვას (1-0) და ფრანგ ელენა ჩირაკს (2-0) აჯობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ათი მედლიდან ექვსი სამბისტების ანგარიშზეა. ჩემპიონები ვახტანგ ჩიდრაშვილი (-57) და დავით ლორიაშვილი (-100) გახდნენ, ვიცე-ჩემპიონები - ელენე ქებაძე (+80), ნინო ოძელაშვილი (-72) და მინდია ლილუაშვილი (-68), ხოლო ბრინჯაოს ბექა ბერულავა (-82) დაეუფლა.    

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები