Thumbnail
  • საქართველოს მესამე ოქროს მედალი მინსკში სამბისტმა დავით ლორიაშვილმა მოუტანა
  • ამ დროისთვის ევროპულ თამაშებში ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე 8 მედალია

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებში საქართველოს მესამე ოქროს მედალი სამბისტმა დავით ლორიაშვილმა (-100 კგ) მოუტანა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ლატვიელ ვიკტორს რესკოს მოუგო - 2-0.

📺 ლორიაშვილის გამარჯვება ფინალში

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მნიშვნელოვანი გამარჯვება სასტარტო შეხვედრაშივე იზეიმა, როდესაც წონის ერთ-ერთი ფავორიტს, წინა, 2015 წლის ევროპული თამაშების გამარჯვებულ რუს ალსიმ ჩერნოსკულოვს, დაძაბულ ბრძოლაში აჯობა (1-0). 

📺 ლორიაშვილის გამარჯვება რუს მეტოქესთან

ლორიაშვილმა ფინალამდე ასევე უკრაინელ ანდრიი ბოლობანს სძლია (3-0).

ამ დროისთვის ევროპულ თამაშებში ქართველი სპორტსმენების მონაგარი 8 მედალია - 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. 

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები