Thumbnail

მინსკი 2019 | საქართველოს მეორე ოქრო - ვახტანგ ჩიდრაშვილმა ფინალში რუსს მოიგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ვახტანგ ჩიდრაშვილმა მინკსში ჩემპიონობა რუს მეტოქესთან მოგებით იზეიმა
  • ამ დროისთვის საქართველოს მონაგარი ოთხი მედალია - 2 ოქრო და 2 ბრინჯაო 

ბელარუსის დედაქალაქ მინკსში მიმდინარე II ევროპულ თამაშებში საქართველოს მეორე ოქროს მედალი სამბისტმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა მოუტანა, რომელმაც 57 კგ-მდე წონით კატეგორიის ფინალში, დაძაბულ ბრძოლაში რუს საიან ხერტეკს მოუგო.

📺 ჩიდრაშვილის გამარჯვების ქულა ხერტეკთან

მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა ქართველმა სამბისტმა, რომელიც პირველ წრეში თავისუფალი იყო, ნახევარფინალში ბელარუს ვლაძისლავ ბურძს (3-0) აჯობა, საიან ხერტეკთან გამარჯვებით კი ევროპის თამაშებზე თავისი შედეგი გააუმჯობესა - ჩიდრაშვილს ოთხი წლის წინ, ბაქოში, ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული. 

ამ დროისთვის საქართველოს დელეგაციის მონაგარი მინსკში ჯამში 4 მედალია - 2 ოქრო და 2 ბრინჯაო. მინკში ჩემპიონობა ასევე იზეიმა ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60 კგ). ბრინჯაოს მედლები კი ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილი (-60) და სამბისტმა ბექა ბერულავამ (-82) მოიპოვეს.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები