Thumbnail

მინსკი 2019 | დავით ლორიაშვილმა რუს ჩემპიონს მოუგო და ნახევარფინალშია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებში ასპარეზობა ქართველმა სამბისტებმა დაიწყეს
  • დავით ლორიაშვილმა რუს მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია და ნახევარფინალშია

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებში წარმატებით დაიწყო გამოსვლა საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა.

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში, სასტარტო შეხვედრაში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა დავით ლორიაშვილმა, რომელმაც ამ წონის ერთ-ერთი ფავორიტს, რუს ალსიმ ჩერნოსკულოვს, დაძაბულ ბრძოლაში აჯობა (1-0).

აღსანიშნავია, რომ რუსი სამბისტი მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის, ასევე პირველი ევროპული თამაშების ჩემპიონია.

დავით ლორიაშვილი ნახევარფინალში უკრაინელ ანდრიი ბოლობანს დაუპირისპირდება.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.  

კომენტარები

ბოლო ამბები