Thumbnail
  • მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებში ასპარეზობა ტყვიის მსროლელებმაც დაიწყეს 
  • ნინო სალუქვაძემ და ცოტნე მაჭავარიანმა გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულეს

მინსკში მიმდინარე ევროპის ოლიმპიურ თამაშების მეორე დღეს ასპარეზობა პნევამტური პისტოლეტიდან სროლაში (10M), შერეულ წყვილებში დაიწყო.

საქართველოს წარმომადგენელმა დედა-შვილმა, ნინო სალუქვაძემ და ცოტნე მაჭავარიანმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ეტაპზე მერვე შედეგი აჩვენეს - 572 ქულა, მეორეში კი 129 ქულა მოიპოვეს, მეხუთე ადგილი დაიკავეს და მედლებისთვის ბრძოლას ჩამოშორდნენ.

ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონს ტოკიოს  ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს

ფინალში რუსეთისა და სერბეთის წარმომადგენლები გაივიდნენ, გერმანია და ბელარუსი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ. 

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები