Thumbnail

‘ზაიონს ვუსმენდი, ცუდი არაფერი მომხდარა’ - ბითაძის კომენტარი ‘ვირუსულ’ ფოტოზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფეისბუქის LIVE-ინტერვიუში გოგა ბითაძემ ფანების კითხვებს უპასუხა
  • მან ქართველ გულშემატკივრებს ქართულად მიმართა
  • გოგამ სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებულ ფოტოზეც ისაუბრა

ოფიციალური წარდგენის და კლუბის პრეზიდენტ კევინ პრინჩარდთან ერთად პირველი პრესკონფერენციის შემდეგ, გოგა ბითაძემ ინდიანას ფეისბუქის გვერდზე, პეისერსის გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა ფოტოს, რომელიც წინა დღეს სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

“პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ იმ მომენტში ჩემი ინტერვიუ უკვე დამთავრებული იყო. ვუსმენდი, რას ამბობდა ზაიონ უილიამსონი. ცხადია, ჩემთან აღარავინ იყო, რადგან მე ინტერვიუ დამთავრებული მქონდა. მოკლედ, ყველაფერი კარგადაა. თუმცა, რაც უნდა იყოს, მიხარია, რომ უამრავმა ადამიანმა ჩემდამი სითბო და სიყვარული გამოხატა. ასეთი მხარდაჭერის დანახვა შესანიშნავი გრძნობაა,” - განაცხადა გოგა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ დრაფტის წინ, მედიის დღეზე, ისე მოხდა, რომ გოგას ზაიონ უილიამსონთან ერთად მოუწია ჟურნალისტების წინაშე წარდგენა. უილიამსონი 18 წლის ფორვარდია, რომელიც დიუკის კოლეჯში თამაშობდა და ვისაც ხშირად "ახალ ლებრონს" უწოდებენ. ის დრაფტის პირველი ნომერი იყო. ფოტოზე ჩანს, რომ ჟურნალისტებმა მთელი ყურადღება ზაიონ უილიამსონზე გადაიტანეს, გოგა ბითაძე კი მარტო დარჩა. ეს არის ფოტო, რომელზეც კომენტარები NBA-ს ისეთმა ვარსკვლავებმა გააკეთეს, როგორებიც დრეიმონდ გრინი და დუეინ ვეიდი არიან.

'ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმედები და მოლოდინები გავამართლო!'

ფეისბუქის LIVE-ს ბევრი ქართველი ქომაგი ადევნებდა თვალს, რის გამოც გოგამ ინტერვიუს ბოლოს მოისურვა, რომ  მათთვის ქართულ ენაზე მიემართა: “მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმედები და მოლოდინები გავამართლო." - თქვა გოგა ბითაძემ ქართულად.

Goga Bitadze Q&A

Put your questions for Pacers draft pick Goga Bitadze in the comments with #AskGoga and Pacers.com's Pat Boylan might ask Goga your question!

Posted by Indiana Pacers on პარასკევი, 21 ივნისი, 2019

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები