Thumbnail

'ჩვენი პირველი არჩევანი დრაფტზე' - როგორ დახვდნენ გოგა ბითაძეს ინდიანაპოლისში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

გოგა ბითაძე უკვე ინდიანაპოლისშია! 19 წლის ქართველი კალათბურთელი, რომელიც ინდიანა პეისერსმა ბრუკლინის Barclays Center-ში გამართული NBA-ს დრაფტის პირველ წრეში მე-18 ნომრად აირჩია, ქალაქში, სადაც მისი ახალი კლუბი თამაშობს, ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

პეისერსის თანამშრომლებმა და გულშემატკივრებმა საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრს, ემოციური დახვედრა მოუწყვეს.

“ჩვენი პირველი წრის არჩევანი დრაფტზე უკვე ინდიანაპოლისშია!” - ვკითხულობთ პეისერსის ტვიტერის გვერდზე.

კლუბის პრეზიდენტი კევინ პრიჩარდი დარწმუნებულია, რომ ინდიანამ სწორი არჩევანი გააკეთა: “არ გვიფიქრია, რომ მე-18 ნომერზე გოგა ისევ დრაფტზე იქნებოდა... არ მიმაჩნია, რომ რამე კითხვები იყოს ბითაძის შესაძლებლობებზე. მას უკვე მომავალ სეზონში შეუძლია ჩვენი დახმარება! ყველა იმ მოთამაშისგან, რომლებიც დრაფტზე ამირჩევია, გოგა ყველაზე სრულყოფილია და მზად არის NBA-ში სათამაშოდ!” - განაცხადა პეისერსის პრეზიდენტმა.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები