Thumbnail
  • მინსკში მეორე ევროპული თამაშები დაიწყო
  • ვის შეხვდებიან ქართველი ძიუდოისტები

დღეს, 21 ივნისს, მინსკში მეორე ევროპული თამაშები დაიწყო. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ასპარეზობას 22 ივნისს იწყებს. დღეს კი ტურნირის წილისყრა გაიმართა და ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა.

ძიუდოს ტურნირი სამ დღეს გაგრძელდება: 22 (60 კგ და 66 კგ), 23 (73კგ და 81კგ) და 24 ივნისს (90კგ, 100კგ და +100 კგ).

ვაჟები

- 60კგ: ამირან პაპინაშვილი პირველ წრეში თავისუფალია და მეორე წრეში ხოაკინ გომესსა (ესპანეთი) და ბენ დავიდს (ისრაელი) შორის გამარჯვებულს შეხვდება. ლუხუმ ჩხვიმიანიც პირველ წრეში თავისუფალია. მეორე წრეში მისი მეტოქე თურქი მიჰრაჩ აკკუსი ან ბულგარელი ვალენტინ ალიპიევი იქნება.

- 66კგ: ვაჟა მარგველაშვილი V სტრანია ბუნჩიჩი (სერბეთი), ბაგრატ ნინიაშვილი V კილიან ლე ბლუ (საფრანგეთი)

- 73კგ: ლაშა შავდათუაშვილი V იონ ნაკუ (მოლდოვა)

- 81კგ: ლუკა მაისურაძე V ალფა უმარ დჯალო (საფრანგეთი)

- 90კგ: ბექა ღვინიაშვილი V სირილ გროსკლაუსი (შვეიცარია)

- 100კგ: ვარლამ ლიპარტელიანი პირველ წრეში თავისუფალია. მეორე წრეში მიკიტა სვირიდს (ბელარუსი) ან ივო ბარანიევსკის შეხვდება (პოლონეთი).

+ 100კგ: გურამ თუშიშვილი V ვლადუტ სიმიონესკუ (რუმინეთი).

გოგონები

- 57კგ: ეთერ ლიპარტელიანი V იჩინხორლოო მუნხცედევი (აზერბაიჯანი)

 

კომენტარები

ბოლო ამბები