Thumbnail

‘ეს ჩემთვის პრივილეგიაა!’ - პეტრ ჩეხი ლონდონის ჩელსიში დაბრუნდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დაბრუნება 4-წლის შემდეგ: ჩეხი ისევ ჩელსიში იმუშავებს
  • ლონდონელთა ქომაგებს ჩეხის კლუბში დაბრუნება გაუხარდათ

ლონდონის ჩელსის ყოფილი მეკარე, პეტრ ჩეხი ‘არისტოკრატებს’ დაუბრუნდა და ახლა კლუბში ტექნიკური მრჩეველის თანამდებობაზე იმუშავებს.

ჩეხის ერთ-ერთი მთავარი მიზანი აკადემიასა და პირველ გუნდს შორის კავშირის გაძლიერება იქნება. “პრივილეგირებული ადამიანი ვარ, რადგანაც საშუალება მაქვს, რომ ჩელსის კიდევ ერთხელ შევუერთდე - ვეძებ ახალ გამოწვევებს და მსურს, რომ ჩემი საფეხბურთო ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო, რათა გუნდს სამომავლოდ წარმატების მიღწევაში დავეხმარო.” - განაცხადა ჩეხმა მეკარემ.

ჩეხმა ჩელსიში 13 წელი ითამაშა, რა დროშიც 11 ტიტული მოიგო - პრემიერლიგის თასს 4-ჯერ დაეუფლა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მან კლუბი დატოვა და ლონდონის არსენალში გადავიდა, სადაც ევროპალიგის ფინალში გასვლა შეძლო და სწორედ ჩელსისთან დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები