Thumbnail
  • მინსკში მეორე ევროპული თამაშები დაიწყო
  • ციკო ფუტკარაძემ სარეიტინგო რაუნდში იასპარეზა

დღეს, 21 ივნისს, მინსკში მეორე ევროპული თამაშები დაიწყო. საქართველოს ოლიმპიური გუნდიდან გამოსვლა მშვილდოსნებმა დაიწყეს.

კლასიკური მშვილდით, ქალთა ინდივიდუალური შეჯიბრის სარეიტინგო რაუნდში ციკო ფუტკარაძემ იასპარეზა, რომელმაც 602 ქულა დააგროვა და 48 სპორტსმენს შორის, 39-ე სარეიტინგო ადგილი დაიკავა. საუკეთესო შედეგი ჰოლანდიელმა გაბრიელა ბაიარდომ აჩვენა - 666 ქულა.

23 წლის ქართველი სპორტსმენი 1/32 ფინალში პოლონელ მარია სილვია ჟიჟანსკას შეხვდება, რომელმაც 623 ქულით 26-ე სარეიტინგო ადგილი დაიკავა. ქალთა შორის ეს ეტაპი მინსკში, 25 ივნისს, თბილისის დროით 10:00 სთ-ზე დაიწყება. 

დღესვე კლასიკური მშვილდით, ვაჟთა ინდივიდუალური შეჯიბრის სარეიტინგო რაუნდში ჯაბა მოსაშვილმა იასპარეზა და 23-ე სარეიტინგო ადგილი დაიკავა.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები