Thumbnail

'გოგა კოლეჯიდან კი არ მოდის, NBA-ისთვის მზადაა' - ინდიანას პრეზიდენტი ბითაძეზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე  NBA-ს დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია
  • ინდიანას პრეზიდენტ კევინ პრიჩარდის პირველი კომენტარი

ბრუკლინის Barclays Center-ში NBA-ს 2019 წლის დრაფტი გაიმართა. გოგა ბითაძე პირველ წრეში, მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა აიყვანა.

ამერიკულ მედიაში ამ არჩევანმა არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია, რასაც ხელი შეუწყო მწვრთნელ ნეიტ მაკმილანის ფრაზამ - გოგას თამაში არ მინახიაო. თუმცა კლუბის პრეზიდენტი კევინ პრიჩარდი საკუთარ არჩევანში დარწმუნებულია და ოპტიმისტურადაც არის განწყობილი. 

კევინ პრიჩარდი

"არასოდეს გვიფიქრია, რომ მე-18 ნომერზე გოგა ისევ დრაფტზე იქნებოდა... არ მიმაჩნია, რომ რამე კითხვები იყოს გოგა ბითაძის შესაძლებლობებზე უკვე მომავალ სეზონში. ყველა იმ მოთამაშისგან, რომლებიც დრაფტზე ამირჩევია, გოგა ყველაზე სრულყოფილია და მზად არის NBA-ში სათამაშოდ, ვიდრე ვინმე კოლეჯთა ლიგიდან". 

კომენტარები

ბოლო ამბები