Thumbnail

მსოფლიო რაგბიმ საქართველოსა და იტალიის მატჩის დრო შეცვალა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მსოფლიო რაგბიმ ორი შეხვედრის დრო შეცვალა
  • საქართველოს მატჩი 22:30 საათზე დაიწყება

მსოფლიო რაგბის ოფიციალურ გვერდზე 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღის განრიგი გამოქვეყნდა, სადაც ორი მატჩის დრო შეცვლილია. ახალი ზელანდია და უელსი 22 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, შეხვედრას 20:00-საათზე დაიწყებენ, ხოლო საქართველოსა და იტალიის ასაკობრივი ნაკრებები 20:00 საათის ნაცვლად, 22 საათსა და 30 წუთზე ითამაშებენ.

გულშემატკივრებს პოსტის კომენტარებში ხმის მიცემაც შეეძლოთ. იტალიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე აზრი 531 ადამიანმა დააფიქსირა - იტალიის მოგებას 59% უჭერს მხარს, "უმცროსი ბორჯღალოსნების" მოგებას გამოკითხულთა 41% ვარაუდობს.

კომენტარები

ბოლო ამბები