Thumbnail
  • მინსკში მეორე ევროპული თამაშები დაიწყო
  • ჯაბა მოსაშვილმა სარეიტინგო რაუნდში იასპარეზა 

დღეს, 21 ივნისს, მინსკში მეორე ევროპული თამაშები დაიწყო. საქართველოს ოლიმპიური გუნდიდან გამოსვლა მშვილდოსნებმა დაიწყეს.

კლასიკური მშვილდით, ვაჟთა ინდივიდუალური შეჯიბრის სარეიტინგო რაუნდში ჯაბა მოსაშვილმა იასპარეზა, რომელმაც 648 ქულა დააგროვა და 23-ე სარეიტინგო ადგილი დაიკავა. საუკეთესო შედეგი კი თურქმა გაზოზ მეთემ აჩვენა - 685 ქულა.

25 წლის ქართველი სპორტსმენი 1/32 ფინალში ხორვატ მატია მიჰალიკს შეხვდება. ვაჟთა შორის ეს ეტაპი მინსკში, 24 ივნისს, თბილისის დროით 10:00 სთ-ზე დაიწყება. 

მინსკში ასპარეზობა მშვილდოსნებმა დაიწყეს

დღესვე კლასიკური მშვილდით, ქალთა ინდივიდუალური შეჯიბრის სარეიტინგო რაუნდში ციკო ფუტკარაძე მოგვიანებით იასპარეზებს (იწყება თბილისის დროით 14:15 სთ-იდან).

კომენტარები

ბოლო ამბები