Thumbnail

ვაკომ ლოს ანჯელესს ისევ გაუტანა - ყაზაიშვილის მორიგი გოლი აშშ-ის თასზე

  • ლოს ანჯელესი 3:1 სან ხოსე
  • ვაკო ყაზაიშვილის მეოთხე გოლი ამ სეზონში
  • შეხვედრა გურამ კაშიამაც შეუცვლელად ჩაატარა 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი აშშ-ის თასის (US Open Cup) გათამაშების ⅛-ფინალში გატანილი გოლით გამოირჩა. მისი გუნდი სან ხოსე, რომლის ღირსებას გურამ კაშიაც იცავს, სტუმრად ლოს ანჯელესს დაუპირისპირდა, ანარიშით 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

📺 ვაკომ ლოს ანჯელესთან ანგარიში გახსნა

ქართველმა ლეგიონერებმა შეუცვლელად ითამაშეს. ანგარიში კი უკვე მე-7 წუთზე სწორედ ყაზაიშვილმა გახსნა, რომელმაც თანაგუნდელი კრისტიან ესპინოზას პასით ისარგებლა.

მიმდინარე სეზონში ეს 26 წლის ქართველი ფეხბურთელის მეოთხე გოლია. ვაკომ თასზე გამართულ წინა მატჩში დუბლი მიითვალა, მანამდე კი ერთი გოლი MLS-შიც გაიტანა.

საინტერესოა, რომ ვაკომ ლოს ანჯელესს ერთი წლის წინაც გაუტანა - MLS-ის შეხვედრაში, თუმცა მაშინაც დამარცხებული სან ხოსე გამოვიდა (3:4). 

32 წლის გურამ კაშიასთვის ეს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში ჩატარებული მეშვიდე შეხვედრაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები