Thumbnail

'ნახევარ სეზონს G ლიგაში გაატარებს' - როგორ შეაფასა მედიამ ბითაძის დრაფტი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე  NBA-ს დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია
  • ამერიკული მედია ინდიანას არჩევანზე

ბრუკლინის Barclays Center-ში NBA-ს 2019 წლის დრაფტი გაიმართა. გოგა ბითაძე გახდა მე-6 ქართველი, ვინც დრაფტზე აირჩიეს - ბევრისთვის მოულოდნელად, მეგა ბიმაქსის ცენტრი მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა აირჩია. 

როგორ შეაფასა ეს ამერიკულმა მედიამ?

Indianapolis Star-ის ანალიტიკოსი გრეგ დოიელის სტატიას ასე ქვია: 

გოგა ბითაძე პეისერსის დრაფტის უცნაური არჩევანია. ვფიქრობთ, ცხადია, როგორია მისი შეფასება, თუმცა ჟურნალისტი თავად გოგას არაფერს ერჩის, არამედ, კლუბში მისი აყვანის მიზანშეწონილობას აფასებს: "ინდიანა პეისერსს ეს ბიჭი არ სჭირდებოდა. 6-11 სიმაღლის ნიჭიერი ახალგაზრდა ცენტრი.

სეთი ხომ უკვე ჰყავს გუნდს? მოიცათ, ინდიანას ორი ასეთი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც ერთად ვერ თამაშობენ. გუნდს პერიმეტრზე სჭირდებოდა გაძლიერება და არა ფარქვეშ, სადაც მაილსი და საბონისი გვყავს. 

NBA-ს კომისიონერი და გოგა

ვფიქრობთ, ინდიანას ხელმძღვანელობამ რაღაც თამაში წამოიწყო - პარკეტზე ორ სკამს დადებენ და მაილსს, საბონისსა და ბითაძეს არბენინებენ ირგვლივ, ვინ დაასწრებს დაჯდომას მუსიკის შეწყვეტისთანავე. იმედია, ეს დროებითია და მალე გავიგებთ, რომელიმე მათგანის სხვაგან გადასვლის შესახებ. სხვა ყველა ვარიანტი იდიოტობაა. 

რა ელის გოგა ბითაძეს? სანამ ტრეიდი არ განხორციელდება და ის აუცილებლად განხორციელდება, არ ვიცი. 

მწვრთნელის თქმით, ბითაძე იმიტომ აიყვანეს, არ ელოდნენ, რომ მე-18 ნომრამდე შერჩებოდა დრაფტზე. საოცარი არგუმენტია. მაკმილანი ამბობს, რომ ბითაძე ძალიან გავს თამაშით საბონისს. ასეთი შედარება კალათბურთელისთვის კარგია, მაგრამ ჩვენ ხომ გვყავს გუნდში უკვე საბონისი?"

ბლიჩერის ვერდიქტი

გოგას ინდიანაში არჩევას Bleacher Report-იც გამოეხმაურა. მისი დასკვნა ძალიან პესიმისტურია: "თუ ბითაძე ამ სეზონს ამერიკაში გაატარებს, მას ძირითადად G ლიგაში ვიხილავთ". 

კომენტარები

ბოლო ამბები