Thumbnail
  • ეკვადორთან 4:0-ის შემდეგ, ურუგვაის ნაკრებმა იაპონია ვერ დაამარცხა
  • ტაბარესის გუნდი მარცხისგან ხიმენესმა იხსნა

კოპა ამერიკის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, ურუგვაის ნაკრებმა პირველ ტურში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ (4:0 ეკვადორთან), მეორე ტურში ფავორიტის სტატუსის გამართლება ვეღარ შეძლო - ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდმა ‘სტუმარ’ იაპონიის ნაკრებთან ფრე, 2:2 ითამაშა.

იაპონია თამაშს ორჯერ იგებდა: ჯერ 25-, მერე კი 59-ე წუთზე იაპონელები თავდამსხმელმა კოჯი მიიოშიმ ორჯერ დააწინაურა. თუმცა, კოპა ამერიკის 15-გზის გამარჯვებულმა ურუგვაიმ ორჯერვე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. 32-ე წუთზე, ედინსონ კავანის მიერ მოპოვებული პენალტი ლუის სუარესმა აქცია გოლად, 66-ე წუთზე კი, ჯოსე ხიმენესმა, კუთხურის შემდეგ, შესანიშნავი თავური დარტყმით ანგარიში მეორედ გაათანაბრა. მატჩის დასკვნით ფაზაში ურუგვაის ნაკრები გამარჯვების გოლის გატანაც მაქსიმალურად ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ყველაზე რეალური შანსი სუარესს ჰქონდა, რომლის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.

ურუგვაი 🇺🇾 2:2 იაპონია 🇯🇵 • ტაბარესის ნაკრებმა ქულები დაკარგა

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2019

ორი თამაშის შემდეგ, ურუგვაის 4 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა. ჩილეს ნაკრები მეორე მატჩს 22 ივნისს, ეკვადორთან ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში, ერთპიროვნულად გალიდერდება. ჩილე და ურუგვაი ერთმანეთს ბოლო ტურში, 25 ივნისს ხვდებიან.

ურუგვაი 2:2 იაპონია

გოლები: 0:1 მიიოში (25), 1:1 სუარესი (32-პენ), 1:2 მიიოში (59), 2:2 ხიმენესი (66)

ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ლაქსალტი (28. გონსალესი) - ნანდესი (60. არასკაეტა), ტორეირა, ბენტანკური, ლოდეირო (73. ვალვერდე) - კავანი, სუარესი.

იაპონია (5-3-2): კავაშიმა - იტაკურა, ტომიიასუ, უედა, ივატა (87. ტაცუტა), სუგიოკა - ნაკაჯიმა, შიბასაკი, აბე - მიიოში (83. კუბო), ოკაზაკი.

კომენტარები

ბოლო ამბები