Thumbnail
  • ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე  NBA-ს დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია
  • ზაზა ფაჩულიას კომენტარი დრაფტის შემდეგ

ბრუკლინის Barclays Center-ში NBA-ს 2019 წლის დრაფტი გაიმართა. გოგა ბითაძე გახდა მე-6 ქართველი, ვინც დრაფტზე აირჩიეს - ბევრისთვის მოულოდნელად, მეგა ბიმაქსის ცენტრი მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა აირჩია

ამ მოვლენას ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: "პეისერსის ფანებო, ბიჭებო თქვენ ახლახან ძალიან ნიჭიერი, სუპერმშრომელი და დიდებული ბიჭი გოგა ბითაძე მიიღეთ". 

სხვათა შორის, როგორც  ზაზას ამ გამონათქვამზე, ისე, ზოგადად ბითაძის დრაფტზე არჩევაზე ინდიანას ფანებში პესიმისტური და უარყოფითი გამოხმაურებები ჭარბობს. ძირითადად ამის მიზეზი ისაა, რომ ცენტრის პოზიციის გაძლიერება ინდიანას ყველაზე ნაკლებად ესაჭიროებოდა, რადგან ფარქვეშ მათ მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი ჰყავთ.

ფაჩულია ბითაძის აყვანას ინსტაგრამზეც გამოეხმაურა: "ამაყი და აღფრთოვანებული ვარ. საქართველოს კიდევ ერთი დიდი წარმომადგენელი ჰყავს. მიდი გოგა".

 

კომენტარები

ბოლო ამბები