Thumbnail
  • გოგა ბითაძე ინდიანამ მე-18 ნომრად აირჩია
  • ინდიანას ცენტრის პოზიციაზე არ უჭირს

ბრუკლინის Barclays Center-ში NBA-ს 2019 წლის დრაფტი გაიმართა. გოგა ბითაძე გახდა მე-6 ქართველი, ვინც დრაფტზე აირჩიეს - ბევრისთვის მოულოდნელად, მეგა ბიმაქსის ცენტრი მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა აირჩია

2018/19 წლების სეზონში ინდიანა პეისერსმა აღმოსავლეთში მე-5 ადგილზე გავიდა 48 მოგებითა და 34 მარცხით. ინდიანა სროლებით ასოციაციაში 22-ე იყო, ხოლო მოხსნებით - 24-ე. პლეი ოფის პირველ წრეში ინდიანა 0:4 დამარცხდა. გუნდის მთავარი ვარსკვლავები ვიქტორ ოლადიპო და ბოიან ბოგდანოვიჩი იყვნენ.

ცენტრის პოზიციაზე გუნდს პრობლემა არ ჰქონია - მაილს ტერნერი საშუალოდ 13.3 ქულა, 7.2 მოხსნა და 2.7 ბლოკი. დომანტას საბონისი - 14.1 ქულა, 9.3 მოხსნა და 2.9 პასი.

ტერნერი საშუალოდ 29 წუთს, ხოლო საბონისი 25-ს თამაშობდა. ამ მოცემულობით, პირველ სეზონში გოგას ძალზე მცირე სათამაშო დრო უნდა ჰქონდეს, თუ გუნდის შემადგენლობაში რამე არ შეიცვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები