Thumbnail
  • გოგა ბითაძე მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა აირჩია
  • გოგას პირველი კომენტარი

ბრუკლინის Barclays Center-ში NBA-ს 2019 წლის დრაფტი გაიმართა. გოგა ბითაძე გახდა მე-6 ქართველი, ვინც დრაფტზე აირჩიეს - ბევრისთვის მოულოდნელად, მეგა ბიმაქსის ცენტრი მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა აირჩია. 

დრაფტის პირველი წრის დასრულებისთანავე გოგას მცირე ინტერვიუ შოუს ერთ-ერთმა წამყვანმა ჩამოართვა.

მეტი ამ თემაზე:

გოგა ბითაძე:

"გახარებული და შოკირებული ვარ, ჩემი ბავშვობის ოცნება ამიხდა - NBA-ში ვითამაშებ. ზაზა ფაჩულიამ მითხრა, რომ NBA-ში მოხვედრა ძალზე ძნელია, თუმცა კიდევ უფრო ძნელი აქ დარჩენაა. 

მე საქართველოს წარმოვადგენ და ამიტომ გადავწყვიტე, ასე წარმედგინა ჩაცმულობით ჩემი ქვეყანა. ძალიან მიყვარს და ვამაყობ საქართველოთი". 

კომენტარები

ბოლო ამბები