Thumbnail
  • გოგა ბითაძე მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა აირჩია
  • ნეიტ მაკმილანი და სკაუტები გოგაზე

ბრუკლინის Barclays Center-ში NBA-ს 2019 წლის დრაფტი გაიმართა. გოგა ბითაძე გახდა მე-6 ქართველი, ვინც დრაფტზე აირჩიეს - ბევრისთვის მოულოდნელად, მეგა ბიმაქსის ცენტრი მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა აირჩია

ეს საქართველოს დროით, 21 ივნისს დილის 05:30-ზე მოხდა. ასე რომ, ბითაძე ლურჯ-ოქროსფერი მაისურით ითამაშებს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. გოგას 5 ამერიკულ კლუბში ჰქონდა ვორქაუთი, მაგრამ მათ შორის არ ყოფილა ინდიანა. 

ნეიტ მაკმილანი (ინდიანას მწვრთნელი):

"პეისერსის ხელმძღვანელობა უბედნიერესი იყო, რომ გოგა მე-18 ნომრისთვის თავისუფალი იყო. მას "ლატარიის ზონის" ბოლოში ველოდით. ასე რომ, ეს დიდი სიურპრიზი იყო ჩვენთვის. ის ძალიან ნიჭიერია და შორი მანძილიდან ესვრის, შეუძლია ბურთის გათამაშება. 

მე გოგას თამაში არ მინახავს, მაგრამ სკაუტებმა მითხრეს, რომ ის NBA-თვის მზად არის. მიუხედავად იმისა, რომ ორი ახალგაზრდა ცენტრი გვყავს, მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი. გოგას ნიჭით საბონისს შევადარებდი".

ხოსე გალილეა (სკაუტი):

"ის ძალიან კარგად იცავს ფარს, შეუძლია შორიდან სროლა და სიმაღლის მიუხედავად, მოძრავია. შემიძლია ვთქვა, რომ ის თითქმის მაილსის ნაირია".

ალექსანდრ პაიოვიჩი (სკაუტი):

"გოგას თამაში დაახლოებით 25-ჯერ მაქვს ნანახი და დიახ, მას ახლავე შეუძლია NBA-ში თამაში".

კომენტარები

ბოლო ამბები