Thumbnail
  • Barclays Center-ში NBA-ს 2019 წლის დრაფტი მიმდინარეობს
  • პირველი სამეული უკვე ცნობილია

ბრუკლინის Barclays Center-ში NBA-ს 2019 წლის დრაფტი გაიმართა. როგორც ყველა ელოდა, პირველი არჩევანის უფლება ნიუ ორლეანსმა ფორვარდ ზაიონ უილიამსონის ასაყვანად გამოიყენა. მეორე ნომრად მემფისმა გამთამაშებელი ჯა მორანტი აირჩია. მესამე ნომერი გახდა არ ჯეი ბარეტი, რომელიც დიუკში უილიამსონის თანაგუნდელი იყო. 

შეგახსენებთ, რომ დრაფტში მონაწილეობდა გოგა ბითაძე, რომელიც მე-6 ქართველი გახდა, ვინც ნაციონალურ ასოციაციაში აირჩიეს. გოგა ინდიანა პეისერსმა შეარჩია მე-18 ნომერზე. 

ზაიონი "მწვანე ოთახში" თავის ადგილს იკავებს 

NBA-ს დრაფტი 2019. პირველი წრე

1. ზაიონ უილიამსონი (ნიუ ორლეანსი)

2. ჯა მორანტი (მემფისი)

3. არ ჯეი ბარეტი (ნიუ იორკი)

4. დეანდრე ჰანტერი (ატლანტა)

5. დარიუს გარლანდი (კლივლენდი)

6. ჯარეტ კალვერი (მინესოტა)

7. კობი უაითი (ჩიკაგო)

8. ჯექსონ ჰეიესი (ატლანტა)

9. რუი ჰაჩიმურა (ვაშინგტონი)

10. კემ რედიში  (ატლანტა)

11. კემერონ ჯონსონი (ფინიქსი)

12. პი ჯეი ვაშინგტონი  (შარლოტი)

13. ტაილერ ჰერო  (მაიამი)

14. რომეო ლანგფორდი (ბოსტონი)

15. სეკუ დუმბია (დეტროიტი)

16. ჩუმა ოკეკე (ორლანდო)

17. ნაიკელ ალექსანდერ-უოკერი (ნიუ ორლეანსი)

18. გოგა ბითაძე (ინდიანა)

19. ლუკა სამარიჩი (სან ანტონიო)

20. მატის ტიბული (ბოსტონი)

21. ბრენდონ კლარკი (ოკლაჰომა)

22. გრანტ უილიამსი (ბოსტონი)

23. დარიუს ბიზლი (მემფისი)

24. ტაი ჯერომი (ფილადელფია)

25. ნასირ ლიტლი (პორტლენდი)

26. დილან ვინდლერი (კლივლენდი)

27. მიტონდუ კაბენგელე (ბრუკლინი)

28. ჯორდან პული (გოლდენ სტეიტი)

29. კელდონ ჯონსონი (სან ანტონიო)

30. კევინ პორტერ ჯუნიორი (დეტროიტი)

კომენტარები

ბოლო ამბები