Thumbnail

დიდი მოულოდნელობა - გოგა ბითაძე ინდიანა პეისერსმა აიყვანა!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბრუკლინში NBA-ს 2019 წლის დრაფტი გაიმართა
  • როგორც მოსალოდნელი იყო, გოგა დრაფტის პირველ წრეში აირჩიეს

ბრუკლინის Barclays Center-ში NBA-ს 2019 წლის დრაფტი გაიმართა. ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე პირველ წრეში მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა აირჩია. ქართველი ცენტრის პოზიციაზე ინდიანაში მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი თამაშობენ. 

მეტი ამ თემაზე:

გოგა ბითაძეს, როგორც პირველ რაუნდში არჩეულს, გარანტირებული 2-წლიანი კონტრაქტი ეკუთვნის. პირველ სეზონში $2,344,400. 

გოგა ბითაძე "მწვანე ოთახში" თავის ადგილს იკავებს

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე მეექვსე ქართველია, ვინც NBA-ს დრაფტზე აირჩიეს ვლადიმერ სტეფანიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილის, ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძისა და თორნიკე შენგელიას შემდეგ. 

გოგას პრესკონფერენცია 

კომენტარები

ბოლო ამბები