Thumbnail

ზვიად მაისურაძე საფრანგეთის წინააღმდეგ - მსოფლიო რაგბი ქართულ ლელოს იხსენებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 2007 წლის მსოფლიოს თასი რაგბიში საფრანგეთში ჩატარდა
  • ქართული ლელო სტად დე ფრანსზე ზვიად მაისურაძემ დადო

2007 წლის სარაგბო მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 'სტად დე ფრანსზე' საფრანგეთთან 7:64 დამარცხდა. მასპინძლები საოცარ ფორმაში იყვნენ და ქართველ მორაგბეებს შანსს არ უტოვებდნენ. მატჩის შეჯამებაში BBC წერდა - 'ქართველები საოცრად თამაშობდნენ, არცერთ მომენტში არ ნებდებოდნენ, მაგრამ ფრანგები საოცრად ძლიერები იყვნენ'.

მატჩის მეორე ნახევარში ზვიად მაისურაძემ შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა, ქართველმა მორაგბემ ბურთი სწრაფად გაითამაშა, ორ ფრანგს დაეტაკა და ლელოც გაიტანა, რომელიც RUGBY WORLD CUP-მა გაიხსენა და საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

Zviad Maisuradze smashes over from close range

A good old quick tap always did the trick

Posted by Rugby World Cup on სამშაბათი, 26 თებერვალი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები