Thumbnail
  • ეროვნული ლიგის კლუბები მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან
  • რუსეთი აგრესორია, საქართველოს ტერიტორიების 20% კი ოკუპირებულია

თბილისში მიმდინარე მოვლენებს ქართული სპორტული სამყაროც ეხმიანება და მათ შორის საფეხბურთო კლუბებიც. ეროვნული ლიგის კლუბებმა სოციალურ ქსელში გამოხატეს თავიანთი პოზიცია და გაავრცელეს ფოტოები, სადაც ასახულია გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ანტისაოკუპაციო შინაარსის ბანერები. ასევე, განაახლეს ფოტოები და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ რუსეთი აგრესორია და საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია.

სწორედ ამ შინაარსის მატარებელია ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ლიდერის, ბათუმის დინამოს განახლებული მთავარი ფოტო. იქამდე, ანტისაოკუპაციო პოზიცია დააფიქსირეს ბათუმური გუნდის გულშემატკივრებმა: “შავი ზღვის პირატებმა”.

პიზიცია დააფიქსირა თბილისური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და განაცხადა, რომ მისთვის, როგორც აფხაზეთში დაბადებული ადამიანისთვის, მტკივნეული და შეურაცხმყოფელია რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვა.

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა გორის დილა და სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი გაავრცელა, მათ შორის კი შეგვიძლია ეს სიტყვები გამოვარჩიოთ: “შენი ერისთვის სიკვდილი, სიცოცხლის დასაწყისია”... “რუსეთი ოკუპანტია”.

,,შენი ერისთვის სიკვდილი სიცოცხლის დასაწყისია" #რუსეთიოკუპანტია

Posted by FC Dila Gori on ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2019

ანტოსაოკუპაციო შინაარსის ფოტოები გაავრცელეს ეროვნული ლიგის სხვა კლუბებმაც, მათ შორის მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის საბურთალომ, ლოკომოტივმა, რუსთავმა და ქუთაისის ტორპედომ.    

ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ! 🇬🇪✊

Posted by FC Saburtalo on ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2019

ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ! #რუსეთიოკუპანტია ✊🇬🇪

Posted by FC Locomotive Tbilisi on ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2019

#გახსოვდეს, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ! 🇬🇪

Posted by FC Rustavi on ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2019

 

კომენტარები

ბოლო ამბები