Thumbnail

Harry Potter: Wizards Unite უკვე ხელმისაწვდომია

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • გეიმერებს ჰარი პოტერის სამყარო დაუბრუნდა
  • Wizards Unite Pokemon: Go-ს ჰგავს

Harry Potter: Wizards Unite როგორც IOS, ასევე Android პლატფორმაზე, დაგეგმილზე ერთი დღით ადრე გახდა ხელმისაწვდომი.

კვირის დასაწყისში Niantic-მა, რომელიც თამაშის დეველოპერია, განაცხადა, რომ თამაშის გამოშვების თარიღი 21 ივნისი იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ის ბევრმა მომხმარებელმა უკვე გადმოწერა. ამ ეტაპზე გაურკვეველია, თუ რა პრინციპით არის Harry Potter: Wizards Unite მომხმარებელთა ნაწილისთვის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, შეგიძლიათ უკვე შეამოწმოთ App Store, იქნებ, უკვე თქვენც შეგიძლიათ ჯოან როულინგის მიერ შექმნილ სამყაროზე დაფუძნებული თამაშით გართობა.

თუკი ჯერ არ იცით, თუ რა ტიპის პროდუქტი შექმნა Niantic-მა, გეტყვით, რომ Wizards Unite ძალიან ჰგავს უზომოდ პოპულარულ Pokemon: GO-ს, ოღონდ ამ შემთხვევაში, გეიმერის მიზანი არა პოკემონების დაჭერა, არამედ რეალობაში ჯადოქრობის გადმოტანა და ამ საოცარ სამყაროში მოგზაურობაა. იმის იმედი, რომ თამაშში ჰარის, რონს და ჰერმიონას იხილავთ, ტყუილად გაქვთ. სამაგიეროდ, ის თქვენს ყოველდღიურობაში მცირე მაგიას აუცილებლად შემოიტანს.

შეგხვედრიათ ოდესმე ქუჩაში პორტალი?

რადგანაც ჰარი პოტერზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ Pottermore-მა და Warner Bros.-მა გასულ თვეში კოლაბორაციის შესახებ გამოაცხადეს, რომელიც ჰარი პოტერის და ჯადოსნური ცხოველების სერიებს ეხება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს მომავალში ვიდეო თამაშების მოყვარულები ჰარი პოტერის RPG-ს (როლურ თამაშს) იხილავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები