Thumbnail

მადრიდული გარიგება - რეალმა მარკოს ლორენტე ატლეტიკოში გაუშვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალი და ატლეტიკო 24 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე შეთანხმდნენ
  • ლორენტეს ახალ კლუბში მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლაღა რჩება 

ატლეტიკო და რეალი მარკოს ლორენტეს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. მას შემდეგ, რაც 24 წლის ნახევარმცველი სრულ სამედიცინო გამოკვლევას გაივლის, ახალ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ მადრიდის ატლეტიკოს ოფიციალური საიტი იუწყება.

ლორენტე მადრიდის რეალში 2008 წელს გამოჩნდა. 2014/15 წლების სეზონში მას დებიუტი “სამეფო კლუბის” მეორე გუნდში - კასტილიაში ჰქონდა, მთავარი გუნდის მაისურით კი პრიმერაში პირველად 2015 წლის 17 ოქტომბერს, ლევანტესთან შეხვედრაში ითამაშა. ლორენტემ 2018/19 წლების სეზონში ყველა ტურნირში 15 მატჩი ჩაატარა.

მედიის ინფორმაციით, მადრიდის რეალი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებს.

საინტერესოა, რომ მარკოს ლორენტეს მამაც, ფრანსისკო "პაკო" ლორენტეც ფეხბურთელი იყო და იცავდა როგორც რეალის, ისე ატლეტიკოს ღირსებას (თამაშობდა 1985-98 წლებში). ფეხბურთელი იყო მარკოსის ბიძაც - ხულიოც, რომელმაც კარიერა რეალში დაიწყო, მაგრამ სახელი უფრო ტენერიფეში გაითქვა.

კომენტარები

ბოლო ამბები