Thumbnail

'ამ ფოტომ ბითაძე NBA-ს დრაფტზე ყველას ფავორიტი გახადა' - გოგა 5-ჯერ პოპულარულია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • NBA Draft media day-ზე გოგა ბითაძის ფოტოს მედია გამოეხმაურა
  • ქართველი ცენტრის პოპულარულობა მსოფლიოში სწრაფი ტემპით იზრდება

21 ივნისს გამთენიისას ბრუკლინში NBA-ს დრაფტი გაიმართება, რომელშიც ერთ-ერთი კლუბი გოგა ბითაძეს აიყვანს. ეს სავარაუდოდ, პირველ წრეში მე-12-დან 22-ე ნომრამდე შუალედში მოხდება. 

გოგამ ევროპაში უკვე დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე ტალანტია, მან ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის პრიზი მიიღო. აი, ამერიკაში კი ყველაფერი თავიდან აქვს დასამტკიცებელი. 

ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ ფაქტია, NBA Draft media day-ზე მომხდარი კაზუსმა მის პოპულარულობას ხელი შეუწყო. შეგახსენებთ, რომ გოგას ჟურნალისტებთან წარდგენა ზაიონ უილიამსონის წარდგენას დაემთხვა, რომელიც მომავალი დრაფტის პირველი ნომერია. მედიის ყურადღება მთლიანად ამერიკელს შეხვდა, გოგა კი ყველამ მიატოვა.

გოგა და ზაიონი მედიის დღეზე. ფოტო, რომელმაც სოცქსელები მოიარა
ბითაძე დრაფტის მედიის დღეზე

თავად ბითაძე ამ ამბავს მსუბუქად შეხვდა, მან განაცხადა, რომ ზაიონს დიდ პატივს სცემს და რომ ბოლოს მასაც დაუსვეს კითხვები. ასე რომ, უკმაყოფილო სულაც არ დარჩენილა. მეტიც, ამ ეპიზოდის შემდეგ მოტივაცია გაეზარდა. გოგას ცნობილი ქართველი და ამერიკელი კალათბურთელები გამოეხმაურნენ და მხარი დაუჭირეს. განსაკუთრებით გოლდენ სტეიტის ვარსკვლავ დრეიმონდ გრინის პოსტია აღსანიშნავი.

Yahoo Sports სათაური: "ამ ფოტომ ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტზე ყველას ფავორიტი გახადა".

"ნოემბრიდან მოყოლებული NBA-ს 2019 წლის დრაფტი არის ამბავი ერთ ადამიანზე და მხოლოდ მასზე - ზაიონ უილიამსონზე. ყველაფერი კარგად გამოჩნდა ამ საოცარ და გულის გასატეხ ფოტოზე. ეს ფოტო ტვიტერზე ძალზე პოპულარული გახდა და იცით, რა იყო შედეგი? ბოლოს ყველა პოსტავს - Go Goga!" - წერს საიტი. 

ინტრაგრამზე გოგა ბითაძის გამომწერთა რიცხვი ერთ საღამოში 7 ათასიდანი 30-მდე გაიზარდა და ეს რიცხვი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით იზრდება. ამ დროისთვის გოგას საშუალოდ ყოველ 15 წუთში 200 "ფოლოუერი" ემატება. 

კომენტარები

ბოლო ამბები