Thumbnail

ფრანგული პრესა: მონპელიეს ქართველმა იმედმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • უშანგი ჭეიშვილი მონპელიეში კიდევ სამი წლით ითამაშებს
  • ქართველი მორაგბე ფრანგულ გუნდში უკვე ორი წელია ასპარეზობს

ქართველი მორაგბე უშანგი ჭეიშვილი ფრანგულ სარაგბო კლუბ მონპელიეში კიდევ 3 წლის განმავლობაში ითამაშებს. უშანგიმ TOP 14-ის კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა. Sports.orange.fr წერს, რომ მონპელიეს ახალგაზრდა იმედმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - ასე აფასებენ ჭეიშვილს საფრანგეთში. უშანგიმ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ მონპელიემ კარგად იცის ქართველი მორაგბეების ფასი - ძირითად გუნდში ახლა მიხეილ ნარიაშვილი, კონსტანტინე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავა თამაშობენ. გარდა ამ მორაგბეებისა, მონპელიეში მამუკა გორგოძე, დავით ქუბრიაშვილი, გოდერძი შველიძე, შალვა მამუკაშვილი, გიორგი ჩხაიძე და გაგი ბაზაძე თამაშობდნენ.

'ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ ჩემს კარიერას მონპელიეში ვაგრძელებ. იმედი მაქვს, რომ მომდევნო სამ წელში კიდევ უფრო მოვუმატებ'' - განაცხდა ჭეიშვილმა.

კომენტარები

ბოლო ამბები