Thumbnail

ზურაბ დათუნაშვილი: ყველა აქციაზე! ის, რაც პარლამენტში ვნახეთ, დიდი სირცხვილია!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ქართული სპორტული სამყარო ეხმაურება
  • პოზიცია დააფიქსირა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა

ქართული სპორტული სამყარო თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება. პოზიცია დააფიქსირა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა, რომელსაც ახლო წარსულში დაპირისპირება ჰქონდა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან, რის შემდეგაც დატოვა ეროვნული ნაკრები და ამ დროისთვის, ჩამოშორებულია სპორტულ კარიერას.

“ის, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ვიხილეთ, არის ძალიან დიდი სირცხვილი და იმ ადამიანების სულების შეურაცხყოფა, ვინც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდა. ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატებს ჩვენს ქვეყანაში არაფერი ესაქმებათ.

სრულად ვიზიარებ საზოგადოების სამართლიან პროტესტს და საქართველოში ყოფნის შემთხვევაში, აუცილებლად შევუერთდებოდი აქციას. ყველანი აქციაზე!" - აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი.

ის, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ვიხილით არის ძალიან დიდი სირცხვილი და იმ ადამიანების სულების შეურაცხყოფა, ვინც...

Posted by Zurab Datunashvili • ზურაბ დათუნაშვილი on ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები